პროგრამა ოპერატორთათვის



პროგრამა ოპერატორთათვის

 

                                    ტელესაოპერატორო ხელოვნება     

                                        operating  art for TV

 

კურსი მოამზადებს მაღალკვალიფიციურ ტელეოპერატორს. ტექნიკური და ესთეტიკური პრინციპების წავლებით და ტელეგადაცემის სპეციფიკის გათვალისწინებით მსმენელებს  მისცემს   საჭირო საფუძვლიან უნარ–ჩვევებს ტექნიკური სირთულეების გასააზრებლად და დასახული ამოცანების გადაჭრის ოპტიმალური გზების მოსაძებნად.

 

სილაბუსი

საოპერატორო ხელოვნება

ტელეოპერატორის ოსტატობა

კურსის მიზანია ; ტელევიზიის სპეციფიკის გათვალისწინებით. მსმენელს მისცეს ცოდნა საოპერატორო ხელოვნებაში. კურსი მსმენელს შეასწავლის ოპერატორის მუშაობას:

სატელევიზიო ეკრანული ისეთი ნაწარმოებების შექმნას, როგორიცაა: გადაცემა, სიუჟეტი, რეპორტაჟი...

მსმენელები უშუალოდ ტელესტუდიაში შეისწავლიან ტელეგადაღების სატელევიზიო პროდუქტის ვიზუალური სტრუქტურის დაგეგმვას, იდეის ჩამოყალიბების და განხორციელების ტექნიკურ მხარდაჭერას;

კურსი წარმოადგენს ფაქტორბივად  თეორიული და პრატქიკული კურსის სინთეზს.

მეცადინეობა გაგრძელდება ორი თვე კვირაში  4 ჯერ.

კურსის ზოგადი აღწერა:

დისციპლინის შინაარსიგულისხმობს ოპერატორის ოსტატობის როლის შესწავლას. საქართველოში მიმდინარე ბევრმა მოვლენამ დაგვარწმუნა, რომ თანამედროვე ოპერატორი კარგად უნდა ფლობდეს საკუთარ პროფესიას, რათა, თუ აუცილებლობამ მოითხოვა, დამოუკიდებლად შეძლოს მიმდინარე მოვლენების ზუსტად და პროფესიულად მაღალ დონეზე ასახვა. არც თუ იშვიათად, ხომ ჟურნალისტ-ოპერატორების მიერ გადაღებული კადრებიმთელი მსოფლიოსათვის რეალური ფაქტი  და  მასობრივი პროპაგანდის ერთ-ერთი ძირითადი წყარო ხდება.

კურსის ფარგლებში მომზადებული ოპერატორები შეძლებენ საქართველოს რეგიონების სატელევიზიო სივრცეში გამოსახულების დონის ამაღლებას.

კურსის მიზანია; მსმენელებს პრაქტიკასთან ერთად შეასწავლოს ოპერატორის ხელოვნების თეორია, რათა გაუმჯობესდეს კადრის კომპოზიცია და პრაქტიკული საქმიანობის დროს მაყურებელს მიაწოდოს ადვილად აღსაქმელი და გემოვნებით შესრულებული გამოსახულება. ამისთვის ისწავლება:

1.     რაკურსის ცვალებადობისა და კადრის კომპოზიციის მნიშვნელობა მიმდინარე მოვლენების ასახვის დროს.

2.     ექსტრემალურ სიტუაციებში (ომი, სტიქიური მოვლენები, ჟურნალისტის არ ყოფნა) საინტერესო,  საჭირო კადრების მოძიება და სრულყოფილად ასახვა.

3.     კადრის შიდა მონტაჟის მიზნობრივად გამოყენება.

4.     კადრის მიზანსცენის აგების დროს თემის შინაარსის გადმოცემის გათვალისწინება.

5.     მრავალკამერიანი გადაღებების საჭიროება და სხვადასხვა ხედებით დატვირთვა გამოსახულების აღსაქმნელად.

6.     ხედების აუცილებელი ცვალებადობა სიუჟეტის გადაღების დროს.

7.     ვერტიკალური და ჰორიზონტალური პანორამის მიზანი და ამით გამოსახულების გამდიდრება (დინამიკა).

 

კურსის ამოცანები: გადამღები ტექნიკის და მისი გამოყენების საფუძვლიანი სწავლება კარგი შედეგის მისაღწევად და კადრის კომპოზიციისთვის.

კურსის ფარგლებში მსმენელები სრულყოფილად დაეუფლონ ოპერატორის ხელოვნების პრაქტიკასა და თეორიას.

 

მოსალოდნელი შედეგები: კურსდამთავრებული შეძლებს: სატელევიზიო სცენარის მიხედვით მაღალპროფესიულ დონეზე  გადაიღოს შესაფერისი მასალა და საინტერესო, მრავალფეროვანი და ვიზუალურად მიმზიდველი გახადოს ტელეგადაცემები.

კურსის მსმენელები ოპერატორის პროფესიული საქმიანობის  სტანდარტული - აპრობირებული მეთოდების გამოყენებით და ეთიკური ნორმების დაცვით გამოიმუშავებენ: ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების  და თეორიული კონცეფციების პროფესიულ გარემოში გადატანის  უნარს;

გამოიმუშავებენ საკუთარ  საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე  სპეციალისტებთან და არასპეციალისტებთან კომუნიკაციისა და დასაბუთებული დასკვნების გაკეთების უნარს;

ასევე: ფოტო, ვიდეო და განათების ტექნიკას, OPR 121 - ოპერატორის ხელოვნების საფუძვლებს.

 

   მასალები   მასწავლებლის    შერჩევით

საბოლოო პრაქტიკული სერთიფიცირებისთვის:

ინტერვიუს გადაღება ნატურაზე.

კადრის კომპოზიციის აგება და გადაღება შტატივით და უშტატივოთ.

სტუდიაში ტელეკამერების განლაგება ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით ( 3–4 კამერა).

კადრის  შიდა მონტაჟით გადაღება ნატურაზე ( სტადიონი, პარკები, ბაზრობა).

ერთ–ერთი საპროტესტო აქციის ჩვენება და განხილვა (იმის გახსნა, თუ რამდენი კამერაა გამოყენებული და რატომ).

 სხვადასხვა რაკურსით გადაღებული ერთი და იგივე ობიექტის ჩვენება.

ფართო კუთხის ობიექტივით გადაღება ოპერატორის ჩანაფიქრის განხორციელებაში.

გადაღების დროს ობიექტივების ცვლა.

ურიკის და რელსების გამოყენება პავილიონში გადაღების დროს.

ამწის დანიშნულება და როლი სატელევიზიო სტუდიაში.

სხვაობა ტელე და კინოოპერატორის ნამუშევრებში.

ტელეფილმებში ხშირად გამოყენებულ მსხვილი ხედისა და დეტალების ჩვენების აუცილებლობის გაცნობა.

განათების აპარატურის  განლაგება და მათი გამოყენება სტუდიაში . ფერადი ფილტრების და სინათლის დამარბილებელი საშვალებები. ფონის განათება.

სატელევიზიო ჩანახატისთვის 15–20 კადრიანი სცენარის წერა(უტექსტო).

ნატურაზე დამატებითი სინათლის გამოყენებაპანორამის გადაღება მთაწმინდიდან და სახლები სახურავებიდან (ჰორიზონტალური და ვერტიკალური პანორამები).

სტუდენტების მიერ გადაღებული კადრების ჩვენება– შეფასება;

სერთიფიკატების გადაცემა

ადგილები შეზღუდულია დაგვიკავშირდით;

რუსთაველის გამზ. № 36 ტელ: 251-47-30 / 593 000 684 / 5(93) 25-25-08 e-mail: academy@bdc-center.ge.  www.bdc-center.ge

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно
0
თარიღი: 21-07-2016, 12:13
0
32 659

მსგავსი სიახლეები


Top
Message Us