მეტი დასაქმებული დედა



საათზე, თბილისის დედათა და ჩვილ ბავშვთა თავშესაფარში მცხოვრებ ახალგაზრდა დედებს საგანმანათლებლო ცენტრი BDC აკადემია საჩუქრების დღესასწაულს უწყობს. „დედის დღესთან“ დაკავშირებით ცენტრის ხელმძღვანელობა დედებს სასწავლო სერთიფიკატებს გადასცემს. 

BDC აკადემია ინიიციატივით და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მხარდაჭერით თებერვლიდან საქველმოქმედო პროექტი––„მეტი დასაქმებული დედა, ნაკლები მიუსაფარი ბავშვი“ დაიწყო, რომლის მიზანს ჩვილ ბავშვთა დედებისთვის სპეცილობის შესწავლა წარმოადგენდა. 

BDC აკადემია საქველმომქმედო აქციის მიმდინარეობისას მარტოხელა დედებმა მოკლევადიანი სასწავლო კურსი საოფისე კომპიუტერული პროგრამებში უფასოდ გაიარეს. ახალგაზრდა დედებმა კურსი წარმატებით დასრულებისთვის აკადემიისგან კვალიფიკაციის დამადასტურებელი ორენოვანი სერთიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი მიიღეს. 

ათამდე მარტოხელა დედას გაუჩნდა რეალური შანსს გახდეს კონკურენტუნარიანი კანდიდატი სამუშაოს მისაღებად.

BDC აკადემია საქველმოქმედო აქცია არ იქნება ერთჯერადი და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მხარდაჭერით მომავალშიც გაგრძელდება. იგეგმება მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლების აღსაზრდელებისთვის სპეციალური პროფესიული კურსების ჩატარება, რათა სულწლოვანი ასაკის მიღწევის შემდეგ მათ უკვე ჰქონდეთ პროფესიული განათება და საზოგადოებაში ინტეგრაცია გაუმარტივდეთ.

აკადემია დევიზით “By Different Candidate - გახდი წარმატებული კანდიდატი!“ -ასევე გეგმავს აქტიური საქმიანობას მიუსაფარი, მარტოხელა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის განათლებისთვის, რათა მათ შეძლონ დასაქმება მომავალი წინსვლისთვის.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно
0
თარიღი: 17-08-2016, 16:56
0
1 266

მსგავსი სიახლეები


Top
Message Us