ბუღალტერიის შემსწავლელი სრული კურსი



 

ბუღალტერიის შემსწავლელი სრული თეორიული და პრაქტიკული კურსი

 

,,ბი დი სი”-აკადემია გთავაზობთ ტრეინინგ-კურსს ბუღალტერიაში, პროგრამა განკუთვნილია იმ მსმენელთათვის, რომელთაც სურთ, აწარმოონ ნებისმიერი საწარმოს საბუღალტრო საქმე და სრულყოფილად წარმართონ საგადასახადო აღრიცხვიანობა. თქვენ შეისწავლით საბუღალტრო აღრიცხვასა და პრაქტიკულ ბუღალტერიას .

პროგრამის დასრულების შემდეგ, თქვენ შეგეძლებათ დამოუკიდებლად იმუშაოთ ნებისმიერ საწარმოში ბუღალტრად, აწარმოოთ საბუღალტრო დოკუმენტაცია და ფინანსური ანგარიშგება, დეკლარაციების შევსება, საშემოსავლო, ქონების, დღგ-ს გადასახადების გაანგარიშება, მოგება-ზარალის ბალანსის შედგენა. ტრენინგის დასასრულს ჩატარდება ტესტირება, რის საფუძველზეც გაიცემა საერთაშორისო სერტიფიკატი. წარჩინებულებს გადაეცემათ სარეკომენდაციო წერილი, რაც მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ შემდგომ დასაქმებაში. ტრენინგ-პროგრამა დაფუძნებულია ლექციებზე, დისკუსიებზე, ტესტებზე, პრაქტიკულ ამოცანებსა და სავარჯიშოებზე. თეორიული კურსის გავლის შემდეგ მსემნელები გაივლიან კომპიუტერულ პროგრამა ორისს.

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს შეეძლება დამოუკიდებლად აწარმოოს ნებისმიერი სახისა თუ სირთულის ბუღალტერია.

ბიდისი აკადემიაში ბუღალტერიის სრული კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ეძლევათ შესაძლებლობა სტაჟირება გაიარონ საბუღალტრო კომპანიაში, სადაც კურსის კოორდინატორობას გაგიწევთ  გამოცდილი და მარავალი სტაჟის მქონე აუდიტები და ბუღალტრები, თქვენ მოგიწევთ რეალური, მოქმედი ორგანიზაციების საბუთებთან მუშაობა, საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და ყველა სახის დეკლარაციების შედგენა-გადაგზავნა საბუღალტრო პროგრამით. მათ ვისაც უკვე გავლილი აქვს ბუღალტერიის თეორიული და საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამები შესაძლებელია მხოლოდ სტაჟირება გაიაროს საბუღალტრო კომპანიაში. ნებისმიერ შემთხვევაში გაიცემა სტაჟირების დამადასტურებელი დოკუმენტი, სერთიფიკატის სახით.

მსმენელს რომელსაც  უკვე ააქვს საბაზისო ცოდნა და  სურს მისი გამყარება მათთვის განკუთვნილია განსხავავებული პროგრამა რომელიც  მოიცავს;   დეკლარაციების შევსების შემსწავლელ პრაქტიკულ კურსს,

კურსი განკუთვილია ბუღალტერიის სფეროში მომუშავე, ასევე დამწყები სპეციალისტებისთვის!     ყოველ ლექციაზე განხილული იქნება პრაქტიკაში არსებული პრობლემური საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია საგადასახადო დეკლარაციების შევსებასთან; კურსის დროს განხილული იქნება შემდეგი თემები: საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია; საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია; აქციზი; მოგების გადასახადის დეკლარაცია; ქონების გადასახადის დეკლარაცია; დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ); ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურების შევსება. კურსდამთავრებულებს მიეცემათ შესაძლებლობა მიიღონ ზეპირი სახის კონსულტაცია საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით . კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ ორენოვანი სერთიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი. წარმატებულ მსმენელბი დასაქმდებიან  ჩვენსავე საბუღალტრო კომპანიაში. 

  თემატიკა;                                                    პირველი დონე

  • ბუღალტერია: მიზნები, საჭიროება, დანიშნულება, აუცილებლობა, პრინციპები, მოთხოვნები;
  • ბუღალტერიის სპეციფიკა დარგების მიხედვით;
  • საბუღალტრო დოკუმენტები: სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერები, ელ.ზედნადები,  ანგარიშ-ფაქტურა, ინვოისი, ხელშეკრულება, მიღება -ჩაბარების აქტი, საბანკო ამონაწერი, ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები;
  • საგადასახადო კანონმდებლობის გაცნობა, საქართველოში მოქმედი გადასახადები;
  • საცდელი ბალანსი: აქტივები, ვალდებულებები, კაპიტალი, ბალანსისი ფორმულა,  დებიტორებისა და კრედიტორების ცნება, საცდელი ბალანსისი შედგენის წესი (ამოცანები);
  • ბუღალტრული ანგარიშები და ანგარიშზე მუშაობის მექანიზმი: ბუღალტრული ანგარიშის გახსნა, ანგარიშების აქტიური-პასიურობის დადგენა-გამოცნობა, საბალანსე და არასაბალანსე ანგარიშები, ბრუნვებისა და ნაშთების გამოყვანა, ანგარიშის დახურვა (მოცანები) ანგარიშთა გეგმა;
  •  ბუღალტრული გატარებები: სამეურნეო ოპერაციის შინაარსის გაშიფვრა, მარტივი და რთული გატარებები, ბუღალტრული გატარების წაკითხვა (ამოცანები);
  • საბოლოო ბალანსის შედგენა: საბოლოო ბალანისის შედგენის თამიმდევრობა (ამოცანები);
  • საშემოსავლო გადასახადი: გადამხდელი, განაკვეთი, დაბეგვრის ობიექტი, საგადასახადო შეღავათი (მოცანები);
  • მოგების გადასახადი: გადამხდელი, განაკვეთი,  დაბეგვრის ობიექტი, საგადასახადო შეღავათი (ამოცანები);
  • დღგ: გადამხდელი, განაკვეთი, დაბეგვრის ობიექტი, სავალდებულო და ნებაყოფლობითი რეგისტრაცია, საგადასახადო შეღავათი, დღგ-ს გაანგარიშება (ამოცანები);
  • ქონების გადასახადი: გადამხდელი, განაკვეთი, დაბეგვრის ობიექტი, საგადასახადო შეღავათი (ამოცანები);
  • მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისი რეგისტრაცია;
  • საბუღალტრო დოკუმენტებთან მუშაობა: დიკუმენტების აწყობა-დალაგება თარიღებისა და სხვა ნიშნების მიხედვით, ყოველთვიური დაკუმენტების დალაგება და მემორიალური ორდერის დადება;
  • RS.GE. ელ. ზედნადების შევსება, გაგზავნა, დადასტურება ან უარყოფა, საიტიდან დოკუმენტების ამობეჭდვა;
  • ORIS: პროგრამის ინსტალაცია-დეინსტალაცია, ახალი ორგანიზაციის შექმნა, ანგარიშთა გეგმის მომზადება და სასტარტო ნაშთების დასმა, საოპერაციო და ანალიზური პერიოდები, ბუღალტრული გატარებები, სამეურნოე ოპერაციები, მონაცემთა ასლების აღება, პროგრამის გადატანა სხვა კომპიუტერზე და ა.შ;.

მეორე დონე

  • ფულადი საშუალებების აღრიცხვა: სალაროს ოპერაციების აღრიცხვა, ბანკის ოპერაციების აღრიცხვა;
  • სასაქონლო-მატერიალური მარაგების აღრიცხვა: LIFO, FIFO საშუალო შეწონლის მეთოდები;
  • მოთხოვნების (დებიტორების) აღრიცხვა (პრაქტიკული სამუშაო
  • ვალდებულებების (კრედიტორების) აღრიცხვა (სესხების გარდა) ((პრაქტიკული სამუშაო);
  • შემოსავლების აღრიცხვა (მოცანები) შემოსავლების სახეები, ხელფასისი სახით მიღებული შემოსავლები, ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;
  • ხარჯების აღრიცხვა ((პრაქტიკული სამუშაო): ხარჯების დალაგება რეალური საქმიანობიდან გამომდინარე და საგადასახადო კოდექსისი მიხედვით;
  • დღგ-ს აღრიცხვა;
  • საშემოსავლო გადასახადის აღრიცხვა (პრაქტიკული სამუშაო);
  • მოგების გადასახადის აღრიცხვა (პრაქტიკული სამუშაო);
  • შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვის მეთოდები: საკასო მეთოდი, დარიცხვის მეთოდი;
  • ბუღალტერიის აწყობა-დალაგება: ახლად შექმნილ სუბიექტებში, უკვე არსებულ სუბიექტებში;
  • თვითღირებულების  გაანგარიშება და კალკულაცია (პრაქტიკული სამუშაო );
  • შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვის მეთოდები: საკასო მეთოდი, დარიცხვის მეთოდი;
  • სასესხო ვალდებულებების აღრიცხვა (პრაქტიკული სამუშაო);
  • ხელფასის აღრიცხვა (პრაქტიკული სამუშაო);
  • RS.GE. გადასახადების დეკლარირება;
  • ბიუჯეტირება;
  • ORIS: პროგრამის ინსტალაცია-დეინსტალაცია, ახალი ორგანიზაციის შექმნა, ანგარიშთა გეგმის მომზადება და სასტარტო ნაშთების დასმა, საოპერაციო და ანალიზური პერიოდები, ბუღალტრული გატარებები, სამეურნოე ოპერაციები, მონაცემთა ასლების აღება, პროგრამის გადატანა სხვა კომპიუტერზე და ა.შ;.

რეგისტრაციისთსი დაგვიკავშირდით.

 

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно
0
თარიღი: 19-08-2016, 14:50
0
848

მსგავსი სიახლეები


Top
Message Us