ტურიზმის მენეჯმენტი



,,ტურიზმის  მენეჯმენტის“ კურსის  მიზანია;

საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს  შეისწავლით უფასო

ტურისტულ დაწესებულებებში მენეჯერების და ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანების პროფესიული გადამზადება.

ტურიზმის განვითარება საქართველოში პრიორიტეტია, ამიტომ დიდია მოთხოვნა მაღალკვალიფიციურ, პროფესიონალურ კადრებზე. კურსის გავლის შემდეგ თქვენ  მიიღებთ  სათანადო ცოდნას და გამოცდილებას ტურიზმის სფეროში, რომელიც დაგეხმარებათ რომ დასაქმდეთ ტურისტულ კომპანიებში ან შექმნათ საკუთარი ტურისტული ბიზნესი.

 

კურსი მომიცავს ;

ტურისტული საქმიანობის მართვისა და ორგანიზაციის საკითხები.
განხილულია მოგზაურობის ისტორია, ტურიზმის ინდუსტრიისა და ტურისტული ბიზნესის ჩამოყალიბების ძირითადი ეტაპები, ტურიზმის სტრუქტურა, სუბიექტები, ძირითადი ცნებები და ტერმინები; ტურიზმის სახეები, მიმართულებები და ტურიზმის ბიზნესის თანამედროვე პრაქტიკა; მსოფლიო ტურისტული რეგიონები;
(ტუროპერატორების, სააგენტოების) საქმიანობის, ტურისტული მომსახურების დარგების (განთავსებისა და კვების ინდუსტრიის, სატრანსპორტო გადაზიდვების, გართობის, შემეცნებისა და დასვენების ინდუსტრიის) თავისებურებებს, ტურისტულ ინფრასტრუქტურას; თანამედროვე ტურისტული მარკეტინგის ცალკეულ საკითხებს.
გაეცნობიან მსოფლიოს უმთავრეს ტურისტულ ცენტრებს, საერთაშორისო ტურიზმში საფინანსო-ეკონომიკური ურთიერთობების ძირითად მაჩვენებლებს, წესებსა და ჩვეულებებს. კურსი განიხილავს სერთაშორისო ტურიზმის თავისებურებებს, საერთაშორისო ტურისტულ ბაზარს, თეორიულ–ეკონომიკურ მაჩვენებლებს საერთაშორისო ტურიზმში, მიწოდებას განთავსების ბაზარზე, საჰაერო და სხვა სახის ტრანსპორტის როლს საერთაშორისო ტურიზმში და სხვა საკითხებს. აგრეთვე, მსოფლიოს ტურისტულ რეგიონებს, გენერატორ ქვეყნებს, როგორც საერთაშორისო ტურისტული ბაზრის ძირითად შემადგენელს, ტურისტული ნაკადების მიმღები ქვეყნებს და უმნიშვნელოვანეს ტურისტულ ცენტრებს.
საინფორმაციო ტექნოლოგიების როლი, ტურიზმის დაგეგმვასა და მართვაში.
პარტნიორობა და თანამშრომლობა ტურის დაგეგმარებისას
ტურების კლასიფიკაცია.
უსაფრთხოების საკითხები მარშრუტის დაგეგმვისას. თანამედროვე ტექნოლოგიები და საჭირო აღჭურვილობა. რუკების გამოყენება ტურის დაგეგმარებისას
მარშრუტების აღწერა, მათი დაგეგმვა, დროში გაწერა და მართვა.
ტურის დაგეგმვა საქართველოს კუთხეებში.
მოკლე ვადიანი ტურის პრეზენტაცია
გარემოს დაცვითი საკითხები ტურის დაგეგმვისას.
სახელმწიფოს როლი ტურიზმის განვითარებაში
სამომავლო ტურიზმის დაგეგმვა და მართვა. პროგრამა აგებულია როგორც თეორიულ , ასევე პრაქტიკულ მასალებზე.
თეორიულად შესწვალის შემდეგ მსმენელები სტაჯირებას გადიან სხვადა სხვა ტურისტულ კომპანიებში. სადაც მათ ეძლევათ რეალურად დასაქმების შანსი.

თეორიული კურსის საფასური შეადგენს 350 ლარი (გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად).
კურსის გავლის შემდეგ გაიცემა შესაბამისი ორ ენოვანი სერთიფიკატი . და სარეკომენდაციო წერილი.
ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно
თარიღი: 21-07-2016, 10:59
0
1 903

მსგავსი სიახლეები


კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen

Top
Message Us