მონაცემთა ბაზები. ORACLE.



Oracle

Oracle მონაცემთა ბაზა არის საფუძველი ბევრ კომპანიაში, მასზეა დამოკიდებული კომპანიის ინფორმაციის შენახვა, დამუშავება და დაცვა.
იგი გამოიყენება დიდი რაოდენობის ინფორმაციასთან სამუშაოდ და ისეთ სიტუაციებში, სადაც მონაცემთა უსაფრთოება წარმოადგენს კომპანიის განმსაზღვრელ ფაქტორს.
უმეტესი ბანკები და ტელეკომ-ოპერატორები იყენებენ ამ პლატფორმას და ყოველთვის საჭიროებენ მის კვალიფიცირებულ სპეციალისტებს.
მთავარი მოთხოვნა წარმოადგენს საიმედო პროგრამულ მხარდაჭერას, ასევე პროცედურების ცოდნას, რათა პრობლემის შემთხვევაში მოხდეს ინფორმაციის უდანაკარგო და სწრაფი აღდგენა.
Oracle ბაზის ადმინისტრიტატორი წარმოადგენს ერთერთ მაღალანაზღაურებად სპეციალისტს IT სფეროში.
Oracle-ს შესწავლით და თქვენი კვალიფიკაციის ამაღლებით თქვენ უზრუნველყოფთ თქვენს სტაბილურ მომავალს.

აღნიშნული კურსი იყოფა სამ ნაწილად: SQL, PL/SQL და ადმინისტრირება.

SQL კურსის გავლისას თქვენ გაეცნობით მონაცემთა ბაზების კონცეფციას, მიიღებთ SQL-ის საბაზო ცოდნას, რომელიც საშუალებას მოგცემთ დაამუშავოთ კომპანიის მოთხოვნები,
შეგეძლებათ მოდიფიცირება გაუკეთოთ უკვე არსებულ ინფორმაციას, შექმნათ ახალი ან წაშალოთ არსებული მონაცემები. აღნიშნულ კურსში ასევე განხილული იქნება ინდექსები, ტრანზაქციები და შეზღუდვები.
კურსის ამ ნაწილის გავლით თქვენ შეძლებთ თავისუფლად მოამზადოთ რეპორტები თქვენი კომპანიისთვის.


PL/SQL კურსის გავლისას თქვენ გაეცნობით პროგრამირების ენას, რომელიც საშუალებას მოგცემთ შექმნათ ბლოკები, რომლებიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს სხვადასხვა აპლიკაციებში.
ასევე მსმენელები შეისწავლიან ფუნქციების, ტრიგერების, პაკეტების შექმნას და გამოყენებას, პარამეტრების გამოცხადებას და გამონაკლისების დამუშავებას.


ადმინისტრირების კურსის გავლისას თქვენ შეძლებთ Oracle სერვერის ინსტალაციას და მართვას. მასში განხილული იქნება სერვერის საერთო არქიტექტურა, მონაცემთა ბაზების კონცეპტუალური მოდელები,
მონაცემთა საცავების შექმნა და კონტროლი. ასევე მსმენელს შეეძლება მონაცემთა დუბლირება, დარეზერვება და კრიტიკულ სიტუაციებში მათი აღდგენა.
 

პრაქტიკული სამუშაოები და დავალებები საშუალებას მოგცემთ უფრო გაიღრმავოთ ცოდნა და სწრაფად აითვისოთ ნასწავლი მასალა.

კურსი განიხილება:
მონაცემთა ბაზების განვითარების ისტორია, SQL-is და PL/SQL-ის ისტორია. კომპიუტერის ძირითადი მოწყობილობების მუშაობის პრინციპები მონაცემთა დამუშავებისთვის. Oracle-ს სტრუქტურა, მონაცემთა საცავების პრინციპები.
მომხმარებლების განსაზღვრა, კლიენტ სერვისი მუშაობის პრინციპები.
სამუშაო ცხრილის საფუძვლიანი განხილვ.
მოკლე აღწერა:
Data manipulation language (DML): SELECT, INSERT, UPDATE, DELETE, MERGE
Data definition language (DDL): CREATE, ALTER, DROP,RENAME,TRUNCATE, COMMENT
+ პრაქტიკული მეცადინება
tipebis aRwera, sesiebis cneba, rolebi, sinonimebi. mokle aRwera:
Data control language (DCL): GRANT, REVOKE
Transaction control: COMMIT, ROLLBACK, SAVEPOINT
+ პრაქტიკული მეცადინება
Basic SELECT Statement, Selecting All Columns, Selecting Specific Columns, Add, Subtract, Multiply, Divide, Operator Precedence, Null Value, Column Alias, Table Aliases, Concatenation Operator, Literal Character Strings, Duplicate Rows (DISTINCT)
+ პრაქტიკული მეცადინება
ტესტირება უკვე გავლილ მასალაზე. (ვინც ვერ გადალახავს მინიმალურ ზღვარს ირიცხება)
Limiting Rows Using a Selection (WHERE clause), Character Strings and Dates, Comparison Conditions, (=,>,>=,<,<=,<>, Between … and …, IN, LIKE, IS NULL)
+ პრაქტიკული მეცადინება
Logical Conditions (AND, OR, NOT), TRUE-FALSE, ORDER BY, Sorting,
+ პრაქტიკული მეცადინება
SQL Functions,
Single-row functions: LOWER, UPPER, INITCAP
Multiple-row functions: CONCAT, SUBSTR, LENGTH, INSTR, LPAD | RPAD, TRIM, REPLACE
Number Functions: ROUND, TRUNC, MOD.
+ პრაქტიკული მეცადინება
Working with Dates, Arithmetic with Dates, MONTHS_BETWEEN, ADD_MONTHS, NEXT_DAY, LAST_DAY, ROUND, TRUNC, Elements of the Date Format Model (DD.MM.YYYY)
Explicit Data Type Conversion, TO_NUMBER, TO_DATE, TO_CHAR, NVL,
+ პრაქტიკული მეცადინება

ტესტირება უკვე გავლილ მასალაზე.(ვინც ვერ გადალახავს მინიმალურ ზღვარს ირიცხება)
UNION/UNION ALL, INTERSECT, MINUS
+ პრაქტიკული მეცადინება

Nesting Functions, IF-THEN-ELSE, CASE, DECODE
+ პრაქტიკული მეცადინება

Group Functions: AVG, COUNT, MAX, MIN, SUM,
+ პრაქტიკული მეცადინება

Joins, Subquery Syntax, Single-Row Subqueries, Using Group Functions in a Subquery, HAVING, IN, ANY, ALL,
+ პრაქტიკული მეცადინება

ტესტირება უკვე გავლილ მასალაზე. (ვინც ვერ გადალახავს მინიმალურ ზღვარს ირიცხება)
Table, view, sequence, index, synonym,
Hierarchical Retrieval
+ პრაქტიკული მეცადინება

DICTIONARY, USER_OBJECTS, USER_TABLES, USER_TAB_COLUMNS, USER_CONSTRAINTS, USER_CONS_COLUMNS, USER_VIEWS, USER_SEQUENCES, USER_TAB_SYNONYMS
+ პრაქტიკული მეცადინება

User, Object Privileges, Granting Object Privileges, Manage Schema Objects, Constraints
+ პრაქტიკული მეცადინება

Generating Reports by Grouping Related Data. ROLLUP, CUBE, GROUPING SETS, Exists, NOT Exists, True ,False, Correlated UPDATE, Correlated DELETE
ტესტირება უკვე გავლილ მასალაზე. (ვინც ვერ გადალახავს მინიმალურ ზღვარს ირიცხება)
(ვინც გადალახავს მაქსიმალურ ზღვარს თავისუფლად შეუძლია მაღალანაზღაურებადი სამსახურის პოვნა, უკვე შესაძლებელია მისი გაშვება პრაქტიკებზე)
PL/SQL საწყისების გაცნობა
• რა არის PL/SQL;
• PL/SQL-ის გარემო;
• PL/SQL-ის უპირატესობები;
• PL/SQL ბლოკების ტიპების მიმოხილვა;
• მარტივი ანონიმური ბლოკის შექმნა;
• პროცედურა, ფუნქცია, ტრიგერი, JOB, MVIEW, პაკეტები
+ პრაქტიკული მეცადინება
PL/SQL იდენტიფიკატორების გამოცხადება
• PL/SQL პროგრამებში იდენტიფიკატორების განსხვავებული ტიპები;
• იდენტიფიკატორების გამოცხადებისთვის დეკლარატიული სექციის გამოყენება;
• ცვლადების გამოყენების ნუსხა;
• ცვლადებში მონაცემთა შენახვა;
• PL/SQL ცვლადების გამოცხადება.
+ პრაქტიკული მეცადინება
შესრულებადი ოპერატორების შექმნა
• ბლოკის ძირითადი სინტაქსისი აღწერა;
• ლიტერალების გამოყენება PL/SQL-ში;
• SQL ფუნქციის მქონე იდენტიფიკატორების მიბმა;
• შიდა ბლოკების გამოყენება;
• შიდა ბლოკის იდენტიფიკატორის მნიშვნელზე გადამისამართება;
• PL/SQL ოპერატორების გამოყენება;
• PL/SQL ბლოკის კორეკტული სინტაქსისის გამოყენება.
+ პრაქტიკული მეცადინება
Oracle სერვერთან ურთერთქმედება
• SQL ბრძანებების განსაზღვრა, რომლებიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას PL/SQL-ში;
• ბრძანება SELECT ჩართვა PL/SQL-ში
• მონაცემთა გამოტანა PL/SQL-ში ბრძანება ”SELECT”-ის გამოყენებით;
• შეცდომების თავიდან აცილების მიზნით შეთანხმების გამოყენება DML ოპერატორებში სახელების დარქმევისას;
• PL/SQL-ის გამოყენებით სერვერზე მონაცემების მანიპულირება;
• SQL კურსორის პრინციპი;
• SQL კურსორის ატრიბუტები უკუკავშირის უზრუნველსაყოფად DML ბრაძნებების გამოყენებით;
• ტრანზაქციების ფიქსაცია.
+ პრაქტიკული მეცადინება
ტესტირება უკვე გავლილ მასალაზე. (ვინც ვერ გადალახავს მინიმალურ ზღვარს ირიცხება)
მართვადი სტრუქტურების შექმნა
• PL/SQL-ში შესრულებათა ნაკადის კონტროლი;
• პირობითი შესრულება IF ოპერატორის გამოყენებით;
• პირობითი შესრულება CASE ოპერატორის გამოყენებით;
• Nulls მნიშვნელობათა დამუშავება ტიპიური შეცდომების თავიდან ასაცილებლად;
• ეტაპობრივი (ნაბიჯ-ნაბიჯ) კონტროლის გამოყენება ბრძანებათა ციკლში.
+ პრაქტიკული მეცადინება
მონაცემთა შემადგენელ ტიპებთან მუშაობა
• მონაცემთა შემადგენელი ტიპების შესწავლა - ცხრილები და PL/SQL ჩანაწერები;
• PL/SQL ჩანაწერების გამოყენება მრავალი სხვადასხვა მნიშვნელობის მქონე ტიპების შესანახად;
• PL/SQL ჩანაწერების ჩანართი და განახლება;
+ პრაქტიკული მეცადინება
ხილული კურსორების გამოყენება
• კურსორი ციკლში FOR;
• პარამეტრების გამოყენების გზით კურსორის მოქნილობის ზრდა;
• ბრძანება FOR UPDATE გამოყენება სტრიქონის ბლოკირებისთვის;
• ბრძანება WHERE CURRENT გამოყენება მიმდინარე სტრიქონზე გადამისამართებისთვის;
• ხილული კურსორის გამოყენება სტრიქონების დასამუშავებლად;
• ხილული კურსორის ატრიბუტები; კურსორები და ჩანაწერები.
+ პრაქტიკული მეცადინება
გამონაკლისთა დამუშავება
• გამონაკლისთა დამუშავება PL/SQL-ში;
• გამონაკლისთა წინასწარ განსაზღვრა;
• Oracle სერვერის წინასწარ განუსაზღვრელი შეცდომების ”დაჭერა”;
• ფუნქციები, შექმნილი გამონაკლისის შესახებ ინფორმაციის დაბრუნებლად;
• მომხმარებელთა გამონაკლისის ”დაჭერა”;
• გამონაკლისთა გავრცელება;
• RAISE_APPLICATION_ERROR პროცედურის გამოყენება.
+ პრაქტიკული მეცადინება
ტესტირება უკვე გავლილ მასალაზე. (ვინც ვერ გადალახავს მინიმალურ ზღვარს ირიცხება)
INSTALL ORACLE, CREATE DB, ორაკლის ეგზემპლიარი.
მონაცემთა ბაზის სტრუქტურის მართვა, მომხმარებლების უსაფრთხოების ადმინისტრირება, მონაცემთა ბაზის უსაფრთხოება
Backup and Recovery, მონაცემთა გადატანა
Recovery Manager, დაკარგული ინფორმაციის აღდგენა, დაზიანებული ინფორმაციის აღმოჩენა და გამოსწორება,
მეხსიერების მონიტორინგი და მართვა, მომხმარებლების სქემების მართვა.
რესურსების მართვა, PERFORMANCE TUNING
ტესტირება უკვე გავლილ მასალაზე.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно
თარიღი: 22-08-2016, 11:04
1
714

მსგავსი სიახლეები


Комментарии (1)

  1. avatar
    0
    #1 ირმა
    მოგესალმებით,

    ისევ თუ გაქვთ ეს კურსი და რა არის სრული კურსის საფასური?
    მადლობა.

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen

Top
Message Us